2023 წლიდან ქართული დასაქმების ბაზარს BayWa შემოუერთდა
გვინდა გაგაცნოთ ბავარიული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია, ასწლიანი ისტორიითა და 24.000 თანამშრომლით, რომელიც, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ენერგეტიკა.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გერმანიაში
BayWa CS Georgia ბაივას შვილობილი კომპანიაა, რომელიც აქტიურად ეძებს ქართველ ტალანტებს ფინანსურ სექტორში. პროგრამაში მოხვედრა შეუძლია ყველა გერმანული ენის მცოდნე სტუდენტს და არა მხოლოდ, რომელიც სწავლობს, ან სწავლის დასრულებიდან არაა გასული ორ წელზე მეტი, ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. სტაჟირება შესაძლებელია მიუნხენის, პასაუს, აუგსბურგის, შვაინფურტისა და ფიურტის ფილიალებში. კანდიდატები, გარდა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა, ჩაერთვებიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში გერმანელ კოლეგებთან ერთად. სტაჟიორს, პროფესიულ უნარებთან ერთად, მოეთხოვება ენის ცოდნა B2+ დონეზე, რათა მარტივად ადაპტირდეს სამუშაო გარემოსთან.
სტაჟირება გრძელდება 6-12 თვემდე და არის ანაზღაურებადი. პროგრამის ფარგლებში კანდიდატი თავად უზრუნველყოფს ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებს, თუმცა კომპანია აქტიურად ეხმარება სავიზო პროცესების მართვასა და საცხოვრებლის მოძიებაში.
ამჟამად BayWa-ს ფინანსურ განყოფილებაში 2 სტაჟიორია, ხოლო 4-მა სტაჟირების დასრულების შემდგომ, მიიღო სამსახურის შეთავაზება და დარჩა კომპანიაში. წლის ბოლომდე კვლავ გრძელდება ახალი კანდიდატების მოძიება და მათი დასაქმება სხვადასხვა ფილიალებში.
სტაჟირების პროგრამაზე მოხვედრის წინაპობა
აუცილებელია, კანდიდატი იყოს აქტიური სტუდენტი (ბაკალავრი (მე-3 კურსიდან), მაგისტრატურა), ან სწავლის დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელზე მეტი. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა აუცილებელი არაა, კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, შესაძლებელია, დადგინდეს ენის დონე.
შერჩევის ეტაპი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
- განაცხადის შევსება
- განაცხადების დამუშავება
- ბაივას კოორდინატორის უკუკავშირი და გასაუბრების ჩანიშვნა
- გასაუბრება ორ ეტაპად
უფრო ვრცელი ინფორმაციისათვის დაათვალიერე ჩვენი ვებგვერდი (baywacsgeorgia.com) და თუ კონსულტაცია დაგჭირდება, მოგვწერე მეილზე: Ketevan.Tchania@baywa.de